„პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ უკვდავი არ არის და კარიერის დასრულება მოუწევს. როგორც მან აღნიშნა, არ ელოდა, რომ ამ ასაკში ასეთ დონეზე ითამაშებდა.
„არ მეგონა, რომ ასეთ ასაკში ამ დონეს შევინარჩუნებდი, მაგრამ გავაცნობიერე, რომ მიზნები საჭიროა. მე არ ვარ უკვდავი და ვიცი, რომ კარიერას დავასრულებ, მაგრამ კარიერის დასრულება 4 წლის წინაც შემეძლო პსჟ-მდე, სამაგიეროდ აქ ვარ და არ მინდა პარმელ ხალხს იმედი გავუცრუო. სიტყვები, „ყოველთვის“ და „არასდროს“ ცხოვრებაში არ უნდა გამოიყენო.
„რეალთან“ გაძევება? ახლაც არ მესმის, რატომ გამაძევა, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, მაგრამ წითელი ბარათი მივიღე. კიელინი? უნიკალური ადამიანი და სპორტსმენია, ის საუკეთესოს იმსახურებს“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ 2001-2018, 2019-2021 წლებში 685 მატჩი ჩაატარა, ამჟამად კი „პარმაში“ თამაშობს.