მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “ტიტულებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ხალხის სიყვარულია”

ბუფონი: “ტიტულებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ხალხის სიყვარულია”

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „პარმას“ 44 წლის მეკარემ განმარტა რატომ არ ასრულებს კარიერას და აღნიშნა, რომ თავს ისევ კონკურენტუნარიანად გრძნობს.

„ბევრი მიზეზია, რის გამოც კარიერას არ ვასრულებ. იმის გამო, რომ თავს ისევ ძლიერად და კონკურენტუნარიანად ვგრძნობ, სპორტსმენისთვის ოქროს ხანაში ვარ. ისეთ ასაკში ვარ, როცა მომინდება, შემიძლია კარიერის დასრულებაც გადავწყვიტო. ჩემი დროის პატრონი მე ვარ, მაგრამ არჩევანი უაზროდ არასდროს გამიკეთებია. „პარმაში“ დაბრუნებაც აზრიანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ როგორ ამაყობს გულშემატკივარი ჩემი დანახვით, როცა მათ წინ კარში ვდგავარ.

ცხოვრებაში ბევრი მოვიგე, მაგრამ ბევრი ტიტულიც წავაგე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ მოსაგებად ვიბრძოდი, მაგრამ პირადად ჩემთვის წარმატებაა ხალხის სიყვარულიც. იმისთვის, რომ ვიცოდე რამდენად მნიშვნელოვანი ვარ, არ მჭირდება მაგალითად ჩემპიონთა ლიგის 8 თასი, მათ მოგების გარეშეც ვიცი, რომ ძლიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება დრამა არ არის. მსოფლიოს ჩემპიონატი? არ გამოვრიცხავ, რომ 58 წლის ასაკში ვითამაშო.

“იუვენტუსის” პრობლემები? ეს გუნდის დნმ-სა და ცალკეული ფეხბურთელების საკითხია. ყველა ფეხბურთელს “იუვეს” დნმ არ აქვს“, – თქვა ბუფონმა.

ჯიჯიმ იქვე ჯორჯო კიელინიზეც გააკეთა კომენტარი: „მენატრება კიელინი, ერთად ბევრი რამ გავიზიარეთ, ეს გუნდურ სპორტში სასიამოვნოა. ჩვენ ერთად გავიზარდეთ ყველაფერში, კიელინი უდიდესი იყო სასწაული, რომელიც ჩემს კარიერაში მინახავს და მე ყველაზე დიდებს შორის ვასახელებ“.

თავის მხრივ, ბუფონის შესახებ ჯორჯომაც ისაუბრა: „ჩემთვის ბუფონი ძმა იყო. რთულ დროს ყოველთვის პოულობდა სწორ სიტყვებს, რათა ერთად გვებრძოლა. ის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ძალიან მიყვარს“, – აღნიშნა ჯორჯომ.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …