ჯანლუიჯი ბუფონი ჯორჯო კიელინის სოციალური ქსელით დაემშვიდობა და მას ემოციური წერილი მიუძღვნა.
„წარმომიდგენია ამ საღამოს რამდენი ემოცია განიცადე. დაემშვიდობე გუნდს, კლუბს, გარემოს სადაც თავს სახლში გრძნობდი და თითქმის 20 წელი გაატარე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ერთად გავიზიარეთ ასობით თამაშ და მოედანზე შენს ბრძოლას, მონდომებასა და მუხტს რომ ვერ ვიხილავ, მომენატრება. შენ ყოველთვის დარჩები „იუვესა“ და იტალიის ნაკრების ისტორიის ნაწილად. იმედი მაქვს, რომ შენი მომავალი ჯერ კიდევ აქ არის: იტალიურ ფეხბურთს ჯერ კიდევ სჭირდება ჯორჯო კიელინის გამოცდილება“, – წერს ბუფონი ჯორჯოს შესახებ.
ჯიჯი პაულო დიბალასაც დაემშვიდობა:
„ჩვენ ერთსა და იმავე ფერებს ვიცავდით. ერთი და იგივე მაისური გვეცვა. ერთნაირი ემოციები განვიცადეთ და ბევრი გამარჯვება ერთად გვიხაროდა. პაულო, წარმატებებს გისურვებ მომავალში“, – წერს ბუფონი.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსი“ – „ლაციოს“ მატჩსაც დაესწრო.