მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იუვეში” ბიჭი მივედი და კაცი წავედი”

ბუფონი: “იუვეში” ბიჭი მივედი და კაცი წავედი”

ჯანლუიჯი ბუფონს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია დაასრულებს თუ არა კარიერას. მისი განცხადებით, ამ თემაზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა იფიქროს.

„წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ. ამაზე მომდევნო 15 დღის განმავლობაში უნდა ვიფიქრო. თუ გაგრძელებას ავირჩევ, მოტივაცია და ენთუზიაზმი უნდა მქონდეს, არ ვჩქარობ, მე მშვიდი ადამიანი ვარ. არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გადადგა. „იუვენტუსიდან“ წასვლა სწორი იყო. ღირსეული დასასრული ერთადერთი იყო, რაც მაინტერესებდა. „იუვეში“ ბიჭი მივედი და კაცი წავედი“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ 2001 წლიდან დღემდე 685 თამაში ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის …

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო …