„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც დღეს 44 წლის გახდა, „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ძალიან მოსწონს.
აღსანიშნავია, რომ სერბსაც დღეს აქვს დაბადების დღე და ის 22 წლის გახდა. ჯიჯის განცხადებით, ვლაჰოვიჩი კილიან მბაპესთან და ერლინგ ჰოლანდთან ერთად საუკეთესო ახალგაზრდაა.
„იუვენტუსმა“ დეზორიენტაციის მომენტი განიცადა, ახალ თითქოს სწორ გზაზე დგას. ვლაჰოვიჩი ყველაზე კარგი შენაძენია, დიდებული, მოულოდნელი. ჰოლანდთან და მბაპესთან ერთად ის საუკეთესო ახალგაზრდაა მსოფლიოში. რაღაც განსხვავებული აქვს, დიდი 9-იანია. გარდა ამისა, არსებობს ევოლუცია. ჩემს დროში 1.90 სმ-ის სიმაღლის ფეხბურთელი ასეთი დინამიზმით არ არსებობდა.
ალეგრი? ფეხბურთში კლიშეები არსებობს, ბალანსირებულ გუნდს დაცვითს უწოდებენ, სამაგიეროდ, მაქსმა კარგად მოახერხა გუნდისთვის კომპაქტურობის შეძენა.
დიბალა? თუ პაულო დარჩენას გადაწყვეტს, შესანიშნავი იქნება. პირადად მე ამას გავაკეთებდი და ფინანსურად რაღაცასაც დავთმობდი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავს დაფასებულად ვიგრძნობდი. „იუვე“ რომ ვიყო? მინდა დიბალა-ვლაჰოვიჩის დუეტი ვნახო“, – თქვა ბუფონმა.