მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრებში სიურპრიზი ეს ორი ფეხბურთელი იყო”

ბუფონი: “ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრებში სიურპრიზი ეს ორი ფეხბურთელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონმა Sky Sport-თან ისაუბრა. 43 წლის კიპერი, რომელიც ახლა „პარმას“ ღირსებას იცავს, საკუთარ თავზე, იტალიის ნაკრებსა და „იუვენტუსზე“ ილაპარაკა.

იტალიის ნაკრებზე

„კიელინის და ბონუჩის ასეთი თამაში რასაკვირველია სიურპრიზი არ ყოფილა, ისინი ამოსავალი წერტილები არიან. ყველა ეროვნულ ნაკრებს სჭირდება გამოცდილება, სიმტკიცე და გარკვეული თავდაჯერებულობა, რასაც ზოგჯერ ზოგიერთი მოთამაშე იძლევა. ვერატი ჩემპიონია, ჟორჟინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელი. ასე რომ, ჩემი აზრით, ნამდვილი სიურპრიზები ფედერიკო კიეზა და ჯანლუიჯი დონარუმა იყვნენ“.

„იუვენტუსზე“

„ყველაფერი აქვს, რომ სკუდეტო დაიბრუნოს. გასულ სეზონზე ფიქრისას, ხშირად ვსაუბრობთ იმედგაცრუებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოვიგეთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოლოდინი ძალიან დიდი იყო. ალეგრის სკუდეტოს ისევ მოგებას სთხოვენ და არავინ იცის ალეგრიზე უკეთ, რა სჭირდება „იუვეს“ ფეხზე კვლავ წამოსადგომად“.

საკუთარ თავზე

„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში კარგად შემიძლია „პარმაში“ თამაში, რადგან ფიზიკურად კარგად ვარ და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. მაღალ დონეზე თამაშში ეჭვი არ მეპარება, შეიძლება ეჭვი შეგეპაროს, როდესაც არ გაქვს სწორი მოტივაცია და გული ისე არ თებბა, როგორც საჭიროა. ეს შეიძლება მოხდეს, გარკვეულ ასაკში, მაგრამ ამიტომაც, ვარჩიე „პარმაში“ დაბრუნება. ამ კლუბს ჰქონდა ყველა სწორი მახასიათებელი, რომ ასეთი გამოწვევა მიმეღო“.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „პარმასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო სეზონში სერია B-ში ითამაშებს და სერია A-ში დაბრუნებას ეცდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …