ჯანლუიჯი ბუფონმა დღეს დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს. მან სოციალურ ქსელში პატარა წერილიც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ადვილი გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან „იუვე“ მისი სახლია.
„ყველა დასაწყისს აქვს დასასრული. და, ამით სრულდება ჩემი მეორე ნახევარი „იუვეში“. გადაწყვეტილება მირებული, მომწიფებულია და თვეების განმავლობაში განხილულია. მაგრამ არც ისე ადვილად მიღებული გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ადვილი არ არის. აქ, სადაც ჩემი ისტორიაა, ჩემი სიხარულია, ცრემლებია, ჩემი სახლია. თუმცა, ვიცი, რომ ეს მომენტი დადგა. არ არსებობს საკმარისი მადლობა. მე ყველაფერი მივეცი, მე უფრო მეტი მივიღე. ყოველთვის Fino Alla Fine”, – დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018, 2019-2021 წლებში თამაშობდა და 683 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Ho dato tutto.
Ho ricevuto di più.
Il tempo che verrà è tutto da scrivere. E da vivere. Sempre, fino alla fine. pic.twitter.com/K7QAqbDBW3— Gianluigi Buffon (@gianluigibuffon) May 11, 2021