მთავარი / სიახლეები / სერია A / ბრემერი: “3 მცველით უკეთ ვთამაშობთ”

ბრემერი: “3 მცველით უკეთ ვთამაშობთ”

ტურინის მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, გუნდმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და 3-მცველიანი სქემაც ამ შემადგენლობიდან გამომდინარე იდეალური ტაქტიკური მონახაზია.

„მნიშვნელოვანი თამაში იყო, რთულ კვირაში. ტრავმა ახლახან მოვირჩინე, სიცხეც მქონდა და ჩემი თამაში საეჭვო იყო. მწვრთნელს ვუთხარი, რომ თამაში მინდოდა, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და მადლობა ღმერთს მოვიგეთ. ეს არის ჩემთვის იდეალური სათამაშო პოზიცია? როცა კარგად ვარჯიშობ, 4-კაციან დაცვაშიც კარგად თამაში შეგიძლია, მაგრამ შემადგენლობიდან გამომდინარე, რომელიც გვყავს, მწვრთნელი მიხვდა, რომ 3 მცველით უკეთ ვთამაშობთ.

ჩვენ გვაქვს სიამაყე, ძლიერი ხასიათი, უნდა ვივარჯიშოთ და მეტი გავაკეთოთ, რომ რაღაც მოვიგოთ. ნელ-ნელა გუნდში ადაპტაციას გავდივარ და ნელ-ნელა საუკეთესო თვისებებს გამოვაჩენ“, – თქვა ბრემერმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, სტუმრად „ვერონასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …