მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “გუნდში ერთიანობაა და ვიზრდებით”

რაბიო: “გუნდში ერთიანობაა და ვიზრდებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი იზრდება და ერთიანია. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ის თავს გუნდის ლიდერადაც მიიჩნევს.

„შესანიშნავად ვითამაშეთ, დავამტკიცეთ, რომ მონდომება არ გვაკლია. ბოლოს, როცა ყველა ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ჩანს მთელი სურვილი და ენერგია, რომელიც გასახდელშია. ყველანი ერთად ვართ, გარკვეული სირთულეები გვქონდა, მაგრამ ბოლო დროს კარგად ვთამაშობთ, რაც დღესაც ნახეთ. ერთიანობაა – ჩვენ „იუვე“ ვართ.

იდენტობა დავიბრუნეთ? დიახ. გაგვიჭირდა, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა თანაგუნდელებისთვის მაქსიმუმი გააკეთა. არასდროს ვნებდებით, 90 წუთი ვიბრძვით და ასე უნდა გავაგრძელოთ, რომ დღევანდელივით სხვა გამარჯვებებიც მოვიპოვოთ.

ახალგაზრდებზე აქცენტს ვაკეთებთ? ყველა გვჭირდება, ახალგაზრდებიც და ვეტერანებიც. მთავარია, რომ სტაფთან ერთად ერთიანები ვიყოთ. ყველა ერთად უნდა ვიყოთ, მათ შორის სამედიცინო სტაფთანაც, რადგან ისინიც ბევრ საქმეს აკეთებენ. ამბობენ, რომ არიან ფეხბურთელები, რომელთაც თამაში არ სურთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატია, მაგრამ ასე არ არის, გვინდა სკუდეტო მოვიგოთ და ყველა ერთად ვართ.

დიახ, ვგრძნობ, რომ ლიდერი ვარ, განსაკუთრებით მოედანზე. ჩემი აზრით, გასახდელში ბევრი ლაპარაკი საჭირო არაა, მთავარი საქმე მოედანზე უნდა გააკეთო. მინდა გუნდს გავუძღვე, ეს ვიცი და მინდა გავაკეთო, ჩვენ ვიზრდებით“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, სტუმრად „ვერონასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …