მთავარი / სიახლეები / ბრემერი: “ჩვენ მოედანზე უნდა ვიფიქროთ, მოედნის გარეთ კლუბი მუშაობს”

ბრემერი: “ჩვენ მოედანზე უნდა ვიფიქროთ, მოედნის გარეთ კლუბი მუშაობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებმა მხოლოდ მოედანზე უნდა იფიქრონ და კლუბი მოედანს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე მუშაობს.

„კმაყოფილი ვარ გოლით და მომდევნო ეტაპზე გასვლით. ვილაპარაკეთ, ერთმანეთი დავმუხტეთ, არ შეიძლებოდა ისევ ცუდად გვეთამაშა, როგორც „მონცასთან“. ჩვენ მოედანზე უნდა ვიფიქროთ, კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს მოედნის გარეთ არსებულ პრობლემებზე. „იუვე“ მაღალი დონის კლუბია და რაც შეიძლება მეტი ქულების მოპოვებაზე უნდა ვიფიქროთ, მერე ვნახოთ სად ვიქნებით, ეს გზა უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა ბრემერმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს, ხოლო იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …