მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “სალერნიტანა” ჩვენი პირდაპირი კონკურენტია და ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ”

ალეგრი: “სალერნიტანა” ჩვენი პირდაპირი კონკურენტია და ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და კმაყოფილი იყო. ალეგრის განცხადებით, „სალერნიტანა“ პირდაპირი კონკურენტია და ახლა ამ შეხვედრაზე უნდა იფიქრონ.

„კარგი თამაში იყო, მეტოქეს თითქმის არაფრის გაკეთების საშუალება მივეცით, არც პირველ და არც მეორე ტაიმში. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა „მონცასთან“ მატჩისგან განსხვავებით. ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ მატჩების მოსაგებად ტექნიკისა და ტაქტიკის გარდა, სწორი სულისკვეთებაა საჭირო.

„ლაციოსთან“ თამაში ადვილი არაა, თუ მათ სივრცეებს დაუთმობ. სამაგიეროდ, ჩვენ ისინი გავაკონტროლეთ, შევანელეთ. სამი რთული მატჩის მერე ასეთი თამაშის ჩატარება ადვილი არ იყო, ცოტა სიმშვიდე გვაკლდა მეორე ტაიმში მათ კონტრშეტევებზე. კარგი საფუძველი ჩავყარეთ, რომ სერია A-ში თამაში უკეთ გავაგრძელოთ.

ლოკატელიმ არა მარტო ტექნიკური, არამედ ადამიანური თვალსაზრისით ითამაშა. გულით გონებით, ის ყველასთვის მაგალითი ხდება, მას აქვს „იუვეს“ დნმ, უკან არასდროს იხევს. კიეზამ კარგად ითამაშა, ვლაჰოვიჩი ზოგჯერ კარგი იყო, ზოგჯერ არა, მომეწონა კუადრადოს დაბრუნება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდი არასდროს დანებდეს.

15 ქულის დაკლება იგრძნობა, ამიტომ „მონცასთან“ ცუდად ვითამაშეთ. დღეს გუნდი მოედანზე იყო, ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა, იცავდნენ და უტევდნენ ერთად. გამარჯვება დავიმსახურეთ.

კიეზას და ვლაჰოვიჩს დიდი ხანი გაუცდათ და მეგონა, რომ დღეს უარესად ითამაშებდნენ, მაგრამ მათ კარგად ითამაშეს. პოგბამ ერთი კვირის წინ ამხანაგური მატჩი ითამაშა, მაგრამ მოთმინებაა საჭირო, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება, რადგან მისი დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ახლა „სალერნიტანასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ, რადგან პირდაპირ კონკურენტს ვეთამაშებით.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს, ხოლო იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …