მთავარი / სიახლეები / სერია A / ბრემერი: “კარგად ვითამაშე, მაგრამ უკეთაც შემიძლია”

ბრემერი: “კარგად ვითამაშე, მაგრამ უკეთაც შემიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სასუოლოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ უკეთ თამაშიც შეუძლია.

„კარგი მატჩი ჩავატარე, მაგრამ უკეთესად თამაშიც შემიძლია. კარგი დებიუტი იყო, 3:0 მოვიგეთ და გოლი არ გავუშვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის საუკეთესოდ დასაწყებად. ეს გამარჯვება უფრო მეტ თავდაჯერებას გვაძლევს მომდევნო შეხვედრებისთვის“, – აღნიშნა ბრემერმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეორე ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …