ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის თქმით, საჭიროა ყოველდღე იმის დამტკიცება, რომ ისინი „იუვეს“ მაისურის ტარებას იმსახურებენ.
„მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება, ამ დღეებში მიღებული ზეწოლის შემსუბუქება, როდესაც შედეგებს ვერ ვაღწევდით. სახლში ვბრუნდებით გამარჯვებით და ეს საღამოს ყველაზე პოზიტიური ასპექტია. კვირიდან გაუმჯობესება უნდა დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ „სამპას“ სახით რთული მეტოქე გვყავს. მუშაობას გავაგრძელებთ, გვჭირდება სწორი რწმენა ყველას მხირდან, ყოველდღე საჭიროა იმის დამტკიცება, რომ ამ მაისურის ტარებას ვიმსახურებთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს.