მთავარი / სიახლეები / სერია A / “სპეცია” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სპეცია” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში „სპეცია“ მოიზე კინის, ფედერიკო კიეზასა და მატის დე ლიხტის გოლებით დაამარცხა, რითაც მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – გაშვებულ გოლებში დამნაშავეები სხვაგან ეძებეთ. თუ „იუვემ“ რამის გადარჩენა შეძლო, რაც შესაძლებელი იყო, ეს მისი დამსახურებაცაა.

დანილო 5.5 – ჯაზის გოლის დროს მეტოქეს მხოლოდ უყურებდა და ყველაფერი აცადა. უცნაურად უჭირდა თამაში სხვა მომენტებშიც.

ბონუჩი 6 – სანამ „იუვე“ ასეთია, შეტევები მისი გრძელი პასებით იწყება. სწორედ ასე დაიბადა კინის გოლი, მაგრამ ანტისტეს გოლის დროს მხოლოდ მაყურებლის როლში იყო.

დე ლიხტი 6.5 – ალბათ დაბნეული ზოგჯერ სათადარიგო სკამზე ყოფნით, რაც არ არის მისი ეგ. მაგრამ გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელსაც სეზონის შეცვლა შეუძლია – მისი და „იუვეს“.

დე შილიო 5.5 – ალექს სანდროსავით ვერ ერთვებოდა შეტევებში და ვერდე პრობლემებს უქმნიდა. ალეგრიმ შესვენებაზე შეცვალა.

ალექს სანდრო 6 – მასთან ერთად ყველაფერი სხვანაირად იყო.

კიეზა 7.5 – ბალანსი, თავდაცვითი ფაზა, ყველაფერი, რაც ალეგრის აზრით საჭიროა, კიეზას ჯერ კიდევ აკლია. თუმცა, შემდეგ მან აიღო ხელში „იუვე“ და გამარჯვებამდე მიიყვანა, გაბრაზებით და სეურვილით, რომელიც ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. კუნთის პრობლემის გამო მოედანი დატოვა.

კულუშევსკი შ.გ – მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა.

მაკკენი 5.5 – რამდენჯერმე ბურთი დაკარგა, საკმაოდ მარტივ ვითარებაში, შემაშფოთებელია. მეორე ტაიმში მოუმატა, მაგრამ რაღაც განსხვავებულია საჭირო.

ბენტანკური 5.5 – ეს არის დაღლილობის მიზეზი თუ არცთუ მაღალი დონე, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ის არის ძალიან რბილი და დაბნეული. 45 წუთის შემდეგ სკამზე დარჩა.

ლოკატელი 6.5 – მოედანზე წესრიგის დამყარება სცადა და 1:2-ზე ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა, რითაც გუნდს მესამე გოლი აარიდა.

რაბიო 6 – საუკეთესო, რაც გააკეთა ბონუჩის პასის შემდეგ კინს ბურთი თავით დაუგდო და პირველ გოლში მისი წვლილიცაა. სხვა შემთხვევებში ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ რაბიოს.

ბერნარდესკი 6 – შემოიფარგლა საშინაო დავალებებით.

დიბალა 6 – ნელა დაიწყო, შემდეგ ცდილობს გუნდის ხელში აღებას, მაგრამ სახიფათო მხოლოდ შორი დისტანციიდან იყო. მეორე ტაიმში, როცა „იუვემ“ სიჩქარე შეცვალა, ის ვერ აჰყვა.

კინი 7 – ის თავიდანვე ყველაზე აქტიური იყო და შემთხვევით არ არის, რომ სწორედ მან გაიტანა გოლი. ლამაზი გოლი, თუმცა „სპეციამ“ მალევე აღმოხვრა ეს ჩამორჩენა. მორატამ შეცვალა, მაგრამ მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

მორატა 6 – ის გუნდისთვის მუშაობს და მეორე გოლშიც წვლილი შეიტანა.

ალეგრი 6 – გადაარჩინეს სწორედ კიეზასა და დე ლიხტის გოლებმა, ფეხბურთელები, რომლებზეც ბოლო დღეებში ბევრი საუბარი იყო. განსაკუთრებით კიეზა. პირველი გამარჯვება ჩემპიონატში, მაგრამ გზა ჯერ კიდევ მოყინულია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …