იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ევრო 2020-ის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა მიზნამდე მხოლოდ ერთი სანტიმეტრია დარჩენილი.
„ეს ყველაზე რთული თამაში იყო ჩემს კარიერაში, რომელიც ოდესმე მითამაშია. ვიცოდით, რომ ურთულესი იქნებოდა, მაგრამ ამ გუნდმა აჩვენა გამძლეოდა და დიდი გული. მორატას არყოფნა ძირითადში? ვიცოდით, რომ მათ სიურპრიზის შემოთავაზება სურდათ და ფორვარდის გარეშე ითამაშეს.
ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ, მხოლოდ ერთი სანტიმეტრია დარჩენილი და ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. 5 დღეში აქ ვბრუნდებით და იგივე მრისხანებით უნდა ვითამაშოთ, რომ სახლში წავიღოთ თასი, რომელიც 50 წელი არ გვქონია“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, “უემბლიზე” ინგლისი-დანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.