მთავარი / სიახლეები / ჟორჟინიო: “პენალტის დროს ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა”

ჟორჟინიო: “პენალტის დროს ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟორჟინიომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი პენალტის შესრულებსი წინ ცდილობდა ყველაფერი დაევიწყებინა.

“ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ, რადგან ამის ბოლომდე გვჯეროდა. გამარჯვება დავიმსახურეთ. გადამწყვეტი პენალტი? იმ მომენტში ვცდილობდი დამევიწყებინა ყველაფერი, გამეკეთებინა ის, რისთვისაც ვვარჯიშობდი, ვაკონტროლებდი სუნთქვას და გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ვიცი. ეს გუნდი არასდროს ნებდება, იტალია არასდროს დანებდება. ეს გუნდი ყველაფერს იმსახურებს, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც ერთად იტანჯება, ერთად თამაშობს, ერთად ხუმრობს, ზოგჯერ კამათობს, მაგრამ ეს ოჯახია. ვინც სკამზეა, სხვას ეხმარება, ეს ყველაზე ძალიან ლამაზია“, – თქვა ჟორჟინიომ.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, “უემბლიზე” ინგლისი-დანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …