მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “ეს ყველაფერი ჩემი არა, ბიჭების დამსახურებაა”

მანჩინი: “ეს ყველაფერი ჩემი არა, ბიჭების დამსახურებაა”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მანჩინიმ თქვა, რომ ეს წარმატება არა მისი, არამედ ფეხბურთელების დამსახურებაა.

„ეს შედეგი ჩემი დამსახურება არ არის, ბიჭების დამსახურებაა, რადგან მათ ამ ყველაფრის სჯეროდათ ჯერ კიდევ სამი წლის წინ. ძალიან რთული თამაში იყო, ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, განსაკუთრებით ასე თავიდან იყო, შემდეგ ვიპოვეთ სწორი თამაში. გუნდები უტევენ და თავს იცავენ, მხოლოდ შეტევას ვერ ითამაშებ, საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა, ძალიან გახსნილი თამაში იყო ორ შესანიშნავ გუნდს შორის. 1:0-ის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მეორეს გავიტანდით, ბოლოს გაგვიჭირდა, მაგრამ დამატებით დროში ნაკლებად.

ბედნიერები ვართ, მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადოთ. ესპანეთი ნამდვილად დიდი გუნდია, გაგვიჭირდა, რადგან ბურთს ფლობდნენ და ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობდნენ. თუმცა, ჩვენც მოვახერხეთ, რაც შეგვეძლო. ვფიქრობ, კარგი მატჩი იყო და ორივე გუნდს ჰქონდა შანსები.

ესპანეთის ბურთის ფლობის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ძალიან გვინდოდა ფინალში გასვლა და მივაღწიეთ. როდესაც თამაშობ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ასე ინტენსიურად, არის მატჩებიც, როცა გაგიჭირდება და ყველაფერი იდეალურად ვერ წავა. სინამდვილეში ძალიან რთული თამაში იყო. გამარჯვება ბიჭების წყალობით მოვიპოვეთ. ახლა ბედნიერები ვართ, თავიდან თითქმის არავის სჯეროდა ამის, ახლა კი ამ გამარჯვებას ყველა იტალიელს ვუძღვნით. ბედნიერი ვართ და მადლობას ვუხდი ბიჭებს ამ ლამაზი რაღაცის შექმნისთვის. ჯერ ყველაფერი არ გაგვიკეთებია, ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან წინ ფინალია და საქმე ბოლომდე მისაყვანია“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, “უემბლიზე” ინგლისი-დანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …