მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “სახლში უნდა წავიღოთ თასი, რომელიც 50 წელია არ გვქონია”

ბონუჩი: “სახლში უნდა წავიღოთ თასი, რომელიც 50 წელია არ გვქონია”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ევრო 2020-ის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა მიზნამდე მხოლოდ ერთი სანტიმეტრია დარჩენილი.

„ეს ყველაზე რთული თამაში იყო ჩემს კარიერაში, რომელიც ოდესმე მითამაშია. ვიცოდით, რომ ურთულესი იქნებოდა, მაგრამ ამ გუნდმა აჩვენა გამძლეოდა და დიდი გული. მორატას არყოფნა ძირითადში? ვიცოდით, რომ მათ სიურპრიზის შემოთავაზება სურდათ და ფორვარდის გარეშე ითამაშეს.

ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ, მხოლოდ ერთი სანტიმეტრია დარჩენილი და ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. 5 დღეში აქ ვბრუნდებით და იგივე მრისხანებით უნდა ვითამაშოთ, რომ სახლში წავიღოთ თასი, რომელიც 50 წელი არ გვქონია“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, “უემბლიზე” ინგლისი-დანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …