ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვენეციასთან“ (2:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელმა საკუთარ დაბადების დღეზე დუბლი შეასრულა და თქვა, რომ საუკეთესო იუბილე ჰქონდა.
„საუკეთესო დაბადების დღე მაქვს. აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ როცა კაპიტნის სამკლავურს ვირგებ, ეს რაღაც უფრო დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ვცდილობ, ვიყო მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებას ყოველთვის ვცდილობ, არა მხოლოდ კაპიტნობისას.
წელს კიდევ რამდენიმე ქულა საკმარისი იქნებოდა სკუდეტოსთვის საბრძოლველად, ამიტომ, მომდევნო წელს უკეთ უნდა ვითამაშოთ. მირეტი? მან შესანიშნავად ითამაშა, ვერტიკალურ პასებს აკეთებდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ მშვიდად ეთამაშა, როგორც 19 და 23-წლამდე გუნდში თამაშობს. თუ შეცდომას დაუშვებდა, წინ გაეხედა, რადგან შეცდომას ყველა უშვებს“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 69 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მაისს, სტუმრად „ჯენოასთან“ ჩაატარებს.