მთავარი / სიახლეები / სერია A / მირეტი: “ეს თამაში მუდამ ჩემს გულში დარჩება”

მირეტი: “ეს თამაში მუდამ ჩემს გულში დარჩება”

ტურინის „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა ფაბიო მირეტიმ. 18 წლის ნახევარმცველს „ვენეციასთან“ ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, ორივე გოლი მის სტანდარტულს მოჰყვა.

იტალიელმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მანუელ ლოკატელისგან ვარჯიშებზეც კი ცდილობს რაღაცების მოპარვას.

„ენით აღუწერელი ემოციაა, ეს თამაში მუდამ ჩემს გულში დარჩება. დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, ყველა მეხმარებოდა და ამიტომ, თავს ერთ-ერთ მათგანად ვგრძნობდი, მშვიდად ვიყავი.

გამიმართლა, რომ ახალგაზრდულ გუნდში მოვხვდი, მონაწილეობა მივიღე 23-წლამდე გუნდის პროექტში, რომელზეც კლუბი დიდ იმედს ამყარებს. დღეს ვითამაშე სტადიონზე, სადაც ბოლო დრომდე ყოველთვის ტიფოზის რანგში დავდიოდი. ეს მშვენიერი იყო. მე შემტევი ნახევარმცველი ვარ, ნახევარდაცვაში თამაში ჩემთვის იდეალური პოზიციაა, მაგრამ შემიძლია საყრდენადაც თამაში ან დაცვის წინ. 23-წლამდე გუნდი? იქ კარგად მოვემზადე პირველი გუნდისთვის.

ძალიან შთაგონებული ვარ „სიტის“ ნახევარმცველ დე ბრუინით, მაგრამ „იუვეს“ სამყაროში ჩემთვის ამოსავალი წერტილი ლოკატელია, ვარჯიშის დროსაც კი ვცდილობ მისგან რაღაცები მოვიპარო.

ბონუჩი მნიშვნელოვანი ფიგურაა, მე ვენდობი მათ, ვინც უფრო გამოცდილია, ისინი მამშვიდებენ, პირველ რიგში ლეო, მაგრამ ასევე დანილო. მათ ახლოს დამიყენეს და ეს ფუნდამენტურია“, – თქვა მირეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 69 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მაისს, სტუმრად „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …