მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “იუვეში, როცა თამაშობ, ზეწოლასაც უნდა შეეგუო და მასზე ძლიერი უნდა იყო”

ბონუჩი: “იუვეში, როცა თამაშობ, ზეწოლასაც უნდა შეეგუო და მასზე ძლიერი უნდა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ჩემპიონთა ლიგაზე „მალმიოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა მცველმა განაცხადა, რომ ეს რთული პერიოდი გუნდმა, რაც შეიძლება მალე დაძლიოს და ზეწოლაზე უფრო ძლიერები უნდა იყვნენ.

„რთული პერიოდია, მაგრამ ხდება. ახალი დასაწყისია, უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი მასზე ბევრი საუბრის ან ალიბის ძებნის გარეშე. უბრალოდ მეტი უნდა გავიღოთ და გუნდურად ვიმუშაოთ. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა? ამას კავშირი არ აქვს, ნებისმიერ დროს საკუთარი თავის 100% უნდა გავიღოთ და გვაქვს ბევრი სამუშაო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. არ შეიძლება ვიყოთ ისეთი “იუვე”, რაც აქამდე ვნახეთ.

„მალმიო“ სუსტია? ჩვენ სხვა გუნდებს არ უნდა ვუყუროთ, არამედ საკუთარ თავს, უნდა მოვიგოთ, რადგან შეიძლება ეს სეზონისთვის გარდამტეხი იყოს. კვირას კიდევ ერთი დიდი თამაში გვაქვს, მაგრამ ხვალინდელზე ვფიქრობთ. მე და კიელინი ლიდერები ვართ? სამაგალითოები უნდა ვიყოთ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, „ნაპოლის“ მატჩის მერე ჯორჯომ ილაპარაკა, დღე მე, რადგან ჩვენ პასუხისმგელობა გვაკისრია, მაგრამ ყველამ სწრაფად უნდა მოვუმატოთ. ყველამ ყოველდღე დავამტკიცოთ, რომ ამ მაისურს ვიმსახურებთ. ვინც „იუვენტუსის“ მაისურს ატარებს, ყველას აქვს თავდაჯერება, რადგან ისინი ამას იმსახურებენ და არ უნდა იფიქრონ ზეწოლაზე ან კრიტიკაზე. შჩესნი? მშვიდად უნდა იყოს და კრიტიკას ყურადღება არ მიაქციოს. ყველანი კონცენტრირებულები თამაშებზე უნდა ვიყოთ, რომ მოვახერხოთ და ეს მომენტი, რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ.

ალიბი არ უნდა ვეძებოთ, როდესაც „იუვენტუსის“ მაისური გაცვია, ალიბი არ უნდა გქონდეს. ახალგაზრდებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ „იუვეს“ მაისურის ტარება არ ჰგავს სხვა გუნდების მაისურის ტარებას. „იუვენტუსი“ ყოველთვის იმარჯვებდა ინდივიდების ზუსტი მენტალიტეტით, რომლებიც გუნდისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყვნენ. როდესაც „იუვეში“ ხარ, ზეწოლასაც უნდა შეეგოუ. ჩვენ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე ზეწოლა. ხვალ რთული მატჩი იქნება, რადგან ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაგრამ აქ იმისთვის ვართ, რომ სახლში გამარჯვებით დავბრუნდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს მომდევნო მატჩებს პოზიტიურად შევხედოთ.

ალეგრისთან ერთიერთობა? მწვრთნელთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს. ყოველთვის გვქონდა ძალიან გულწრფელი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რაც წლების წინ მოხდა. დისკუსიები სხვა მწვრთნელებთანაც მქონია. უნდა იყოს დისკუსია, რადგან უნდა არსებობდეს კომუნიკაცია და გამარჯვების სურვილი, მე ვსაუბრობ საკითხებზე, რაც მოხდა, რაც ყველამ იცით, 4 წლის წინ. არც მე და არც ალეგრის არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი. აქ იმიტომ ვარ, რომ ვგრძნობ პასუხისმგელობას იმაზე, რაც „იუვეში“ ხდება და ისე ვიქცევი, როგორც ამას სხვა დროს ვაკეთებდი“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „მალმიოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, …

დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი …