მთავარი / სიახლეები / სერია A / კასანო: “იუვე” “მილანთან” თუ წააგებს, სკუდეტოს შანსს დაკარგავს”

კასანო: “იუვე” “მილანთან” თუ წააგებს, სკუდეტოს შანსს დაკარგავს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. ის ფიქრობს, რომ ტურინულ გუნდში დიდი ფეხბურთელები არ თამაშობენ და „მილანთან“ მატჩი ბოლო შანსია.

„ჩემპიონატის დაწყებამდე ვთქვი, რომ ალეგრის პრობლემები ექნებოდა. ახლა კი 30 გოლით ნაკლები აქვთ რონალდუს გარეშე. ეს „იუვე“ თავის და კუდის გარეშეა. ახლა გუნდში აღარ არიან ჩემპიონი ფეხბურთელები, მხოლოდ კიელინი დარჩა და სხვას ვერ ვხედავ. მაქსმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. „იუვენტუსი“ კვირას „მილანთან“ თუ დამარცხდება, სკუდეტოს მოგების შანსს დაკარგავს“, – თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ლიდერთა ტრიოს უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …