მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “მალმიოსთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “მალმიოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შვედურ „მალმიოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან, როგორც ხვალინდელ შეხვედრაზე, ისე ზოგად სიტუაციაზე ისაუბრა. დააანონსა, რომ ვოიცეხ შჩესნი და მატიას დე ლიხტი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ.

„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ზოგჯერ კარგი მატჩები ჩავატარეთ. თუმცა, ძვირად გვიჯდება ინდივიდუალური შეცდომები, რომლებიც შეიძლება მოხდეს სეზონის განმავლობაში. წელს იტალიის ჩემპიონატი დაძაბული იქნება, საჭიროა გარკვეული დრო და ვიფიქრებთ ჩამორჩენის აღმოფხვრაზე. თვენახევარში ვეცდებით პირველ პოზიციებს დავუბრუნდეთ. ბერნარდესკი? მან დარტყმა მიიღო, სერიოზული ტრავმა არ აქვს. კიეზა ჯერ კიდევ არ არის მზად და მშვიდად კუნთის პრობლემის გამო და ერთი თვით მისი დაკარგვის რისკის წინაშე დადგომას ვამჯობინე, რომ ის სახლში დავტოვო. დე ლიხტი ითამაშებს. სპალეტისთან კამათი? ხანდახან, როგორც ტოსკანელები ვკამათობთ, მაგრამ სერიოზული აბსოლუტურად არაფერი მომხდარა.

ახლანდელი სიტუაცია არ შეიძლება შევადაროთ აქ ბოლო გამოწვევას. სეზონი კატასტროფულად დავიწყეთ, სამ ნახევარმცველს, რომლებმაც ნეაპოლში ითამაშეს, ერთად არასდროს უთამაშიათ, შეიძლება ჯერ ერთმანეთს არც კი იცნობენ (იცინის). უნდა გავიმარჯვოთ ხვალ, რათა სწორი საფუძველი ჩავყაროთ და ჯგუფში კარგი სტარტი ავიღოთ. მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკურად კარგი თამაში, მათ სტანდარტული სიტუაციების საშუალება ნაკლებად უნდა მივცეთ, რადგან მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ფეხბურთში ვერასდროს იწინასწარმეტყველებ რა მოხდება, უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. ამ დროისთვის ჩემპიონატში კარგად ვერ გამოვედით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი კარგად თამაშობდა. ამჯერად კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიყოთ.

მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ფეხბურთში ზოგჯერ ის ხდება, რასაც არ ელოდები. შჩესნი მაღალი დონის მეკარეა და ხვალ ითამაშებს. კულუშევსკი არის ბიჭი, რომელსაც კარგი თვისებები აქვს, მას სჭირდება თამაშის მართვის გაუმჯობესება. დილით გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა ძირითადში. ყველანი ვართ პასუხისმგებლები და ამ მომენტში ამის გრძნობა გვჭირდება. ბევრ რამეში უნდა მოვუმატოთ, ყურადღება მივაქციოთ მცირე დეტალებს, რომლებიც სხვაობას ქმნიან. „იუვენტუსს“ ყოველწელს უნდა ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგაზე მიზანი, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოხვდეს, მერე კი იბრძოლოს. ყოველთვის გვაქვს გამარჯვების სურვილი“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მალმიოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …