ლეონარდო ბონუჩი ისევ ტრავმირებულია. ფეხბურთელმა 2022 წლის საწყისი ორი მატჩი გამოტოვა, შემდეგ „ინტერთან“ თადარიგში იყო, მაგრამ ახლა სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ისევ არ არის.
34 წლის მცველს კუნთის პრობლემები აქვს და უახლოესი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, „უდინეზესთან“, „სამპდორიასთან“ (თასზე) და „მილანთან“. როგორც მაქს ალეგრიმ თქვა, ის პაუზის შემდეგ (23 იანვრიდან 6 თებერვლამდე) დაბრუნდება.
მიმდინარე სეზონში ლეონარდო ბონუჩიმ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.