მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “ეს არის სულისკვეთება, რომლითაც “იუვემ” უნდა ითამაშოს”

ბონუჩი: “ეს არის სულისკვეთება, რომლითაც “იუვემ” უნდა ითამაშოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა მცველმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

როგორც ბონუჩიმ აღნიშნა, ეს არის სულისკვეთება, რომლითაც „იუვენტუსმა“ უნდა ითამაშოს.

„ეს ფუნდამენტური გამარჯვებაა. სანაკრებო პაუზის შემდეგ სტარტი ყოველთვის რთულია, მაგრამ ვიცით, რომ თამაშისადმი ასეთი მიდგომით, ამ თავგანწირვის სულისკვეთებით, თამაშების ბედი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. „ლაციოს“ ძალიან ცოტას გაკეთების შესაძლებლობა მივეცით, ორი გოლი გავიტანეთ და სახლში 3 ქულა წავიღეთ.

ცოტა გოლს ვიტანთ? კარგი საგოლე მომენტები შევქმენით. მახსოვს მორატას პირველ ტაიმში და ბოლოს კინის შანსი. მათ დიდი სამუშაო შეასრულეს, მაგრამ მთავარია, რომ სახლში 3 ქულა წავიღეთ. გოლებს მცველები თუ თავდამსხმელები გაიტანენ, მნიშვნელობა არ აქვს.

როცა „იუვე“ ხარ, თავიდანვე იმ გზას უნდა მიჰყვე, რაზეც დავდექით, სწორია კრიტიკის მიღება, მაგრამ ამან სტიმულიც უნდა მოგვცეს, რომ უფრო მოვუმატოთ. დიდ მატჩებში ვაჩვენეთ, რომ შედეგი სწორი მიდგომით და სულისკვეთებით მიიღწევა, ამიტომ, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ეს სულისკვეთება მომდევნო მატჩებშიც შევინარჩუნოთ.

ალეგრი ბოლო წუთებში ძალიან გაბრაზდა? ვიცით, რომ მწვრთნელი ყოველთვის ითხოვს ყურადღების შენარჩუნებას, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში, როდესაც უპირატესობა ასეთი მინიმალურია. ყველამ ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ „იუვენტუსი“ დაბრუნდეს თავის ადგილზე და ყველა მიზნისთვის იბრძოლოს.

ჟორჟინიოს ნაცვლად შვეიცარიასთან პენალტი დამერტყა? ერთი კვირის წინ პენალტისტი ის იყო, სწორია, რომ მან დაარტყა. თუ მთხოვდა, რომ მე დამერტყა, ამას უპრობლემოდ გავაკეთებდი, მაგრამ ნაკრების პენალტისტი ჟორჟინიოა. მომავალშიც შემიძლია დავარტყა. უნდა ვიფიქროთ გაუმჯობესებაზე, რათა მარტში საუკეთესო ფორმაში ვიყოთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს, ხოლო შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსის” ფანების ბანერი “სან სიროზე: “ანიელი, მოკვდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ულტრასებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკვე კარგა ხანია, Curva …

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, …