ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ანხელ დი მარიას ტრანსფერს შეადარა.
ის დარწმუნებულია, რომ „ნაპოლიმ“ გაცილებით კარგად იმუშავა ბაზარზე, ვიდრე ტურინულმა გრანდმა და ეს განმარტა კიდეც.
„იუვენტუსმა“ 34 წლის დი მარია ერთი წლით დაიმატა და წმინდა ხელფასის სახით 7.5 მილიონს უხდის, გადასახადების ჩათვლით 12 მილიონს. „ნაპოლიმ“ ისეთი ფენომენი დაიმატა, როგორიც კვარაცხელიაა, 21 წლის ფეხბურთელი სულ 10 მილიონ ევროდ და 1.2 მილიონს უხდის ხელფასის სახით. სად არის შეცდომა? ტურინში, მშვენიერებო. ვინ იმუშავა კარგად ამ ორ გუნდს შორის ბაზარზე? ვფიქრობ, პასუხი ნათელია.
რაც ვნახეთ, „ნაპოლი“ აშკარად სკუდეტოს კანდიდატია, დღეისთვის ჩემი აზრით, „ნაპოლის“ უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე „იუვენტუსს“ და ყველამ უნდა დააკოპიროს „აძურის“ მეთოდი, ვიდრე ფული უბრალოდ გადაყარონ“, – თქვა ბარჯიჯამ.