მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ფედერიკო კიეზას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანს

“იუვენტუსი” ფედერიკო კიეზას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანს

„იუვენტუსმა“ მალე უეფაში ჩემპიონთა ლიგის განაცხადი უნდა წარადგინოს, რომელშიც დიდი შანსია, რომ ფედერიკო კიეზა ვერ მოხვდეს.

კიეზა ჯერ კიდევ ტრავმირებულია და მასიმილიანო ალეგრიმ გუშინ თქვა, რომ ის ილუზიებში არ ცხოვრობს, ამჟამად ფედერიკოს იმედი არ აქვს და ბედნიერი იქნება, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე მაინც დაბრუნდება.

„იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადი უნდა შეავსოს, რომლის შეცვლა ზამთარში შეეძლება და მაშინ დაამატებენ განაცხადს კიეზას, რომელიც გუნდს პლეი-ოფიდან დაეხმარება.

თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე „იუვე“ ფონს გასვლას მის გარეშე ეცდება. ყოველ შემთხვევაში ალეგრის განცხადება აშკარად ამის მინიშნება იყო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება, ამ პერიოდში კი კიეზას დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა, შესაბამისად, კლუბი განაცხადში ადგილის ფუჭად დაკავებას არ აპირებს და მის ადგილას სხვა მოთამაშეს შეიყვანს.

შეგახსენებთ, რომ კიეზა მიმდინარე წლის იანვარში დაშავდა და უკვე 8 თვეა ვარჯიშიც არ დაუწყია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …