მთავარი / სიახლეები / სერია A / ბარძალი: “იუვეს” 2016 წლის მსგავსი ქამბექი შეუძლია”

ბარძალი: “იუვეს” 2016 წლის მსგავსი ქამბექი შეუძლია”

ანდრეა ბარძალი ფიქრობს, რომ „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგება შეუძლია. როგორც მან თქვა, 2016 წლის მსგავსი ქამბექი, როცა „იუვემ“ „ნაპოლის“ გადაასწრო, ახლაც შესაძლებელია.

„იუვენტუსს“ 3-5-2 სქემამ უფრო დიდი სიმყარე შესძინა, რამდენიმე ფეხბურთელი ამ ტაქტიკაში უკეთ თამაშობს. თამაშის სისტემის გარდა, დადებითი შედეგების უწყვეტობა განსხვავებას ქმნის. დიახ, 2016 წლის ქამბექის გამეორება შესაძლებელია. აქამდე „ნაპოლიმ“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ ღიაა. „იუვენტუსი“ ამ ბრძოლაში და ბოლომდე იბრძოლებს „ნაპოლისთან“, „მილანთან“ და „ინტერთან“ ერთად“, – თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში ბოლო 7 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და ლიდერ „ნაპოლის“ 7 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, …

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია …