მთავარი / სიახლეები / სერია A / საბატინი: “იუვეს” ამ სეზონში მსაჯების გამო 4 ქულა აკლია”

საბატინი: “იუვეს” ამ სეზონში მსაჯების გამო 4 ქულა აკლია”

იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ სასწაული მოახდინა.

„რაც ალეგრიმ გააკეთა, სასწაულია, რადგან არ მახსოვს, რომ „იუვეს“ მიმდინარე სეზონში მის ხელთ ვლაჰოვიჩი, პოგბა, კიეზა და დი მარია ერთად ყოფილიყვნენ. ტანჯვით მოპოვებული გამარჯვებები, მაგრამ სრულად ალეგრის სტილში.

არის კიდევ ერთი რაღაც, რაც უნდა გვახსოვდეს: როდესაც „იუვენტუსის“ სასარგებლოდ საეჭვო პენალტს ნიშნავენ, ყველა კამათობს, მაგრამ წელს ვფიქრობ, რომ „იუვეს“ წინააღმდეგ მსაჯებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. მიეცით „ბიანკონერი“ 4 ქულა, 2 „სალერნიტანასა“ და 2 „რომასთან“, რომელიც მსაჯების შეცდომებით დაკარგეს და საჩემპიონო ბრძოლაში იქნებოდა ჩართული“, – თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 16 ტურის შემდეგ 7 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …