ანდრეა ბარძალიმ და ფაბიო კაპელომ პაულო დიბალას შესახებ Tuttosport-თან ისაუბრეს. ორივემ განაცხადა, რომ დიბალას გუნდის ლიდერობა შეუძლია, მაგრამ არგენტინელს გუნდმაც ხელი უნდა შეუწყოს.
„პაულომ კარიერაში გარდატეხა უნდა შეიტანოს და ამაში გუნდი და მწვრთნელი უნდა დაეხმარონ. „იუვემ“ უნდა აჩვენოს, რომ პაულოზე ფსონის დადება სურს, თუნდაც კონტრაქტის განახლებით. ველოდები, რომ პაულო „იუვენტუსს“ ულიდერებს. ამისთვის პოტენციალი აქვს. დიბალას ნახტომი მხოლოდ გატანილ გოლებზე არ არის დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ერთია 20 გოლის გატანა და მეორე – 10 გოლის. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პაულო ახალგაზრდა ფეხბურთელებს მატჩის დროს წარუძღვეს და გუნდს მნიშვნელოვან, გადამწყვეტ მომენტებში ულიდეროს“, – თქვა ბარძალიმ.
„ახლა დიბალასავით უნდა ითამაშოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება, რომ ის კარგად იყოს, არ მიიღოს ტრავმები, როგორც გასულ სეზონში. თუ ფრომაშია, დიბალას შეუძლია „იუვეს“ განსხვავებული გარანტია მისცეს: გოლებიდან საგოლე პასებამდე, მაგრამ ასევე გადამწყვეტი ჯარიმები და პენალტებიც. დიბალას შეუძლია გოლების გატანა, თუნდაც სეზონში 26 გოლის გატანა, როგორც მის საუკეთესო სეზონში, მაგრამ ამისთვის მას გუნდიც სჭირდება. არ შეიძლება ვიფიქრობთ, რომ დამოუკიდებლად მოახერხებს ყველაფრის გაკეთებას“, – აღნიშნა კაპელომ.