მთავარი / სიახლეები / არტური: “ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ “ინტერთან” განსაკუთრებით”

არტური: “ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ “ინტერთან” განსაკუთრებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა „ინტერთან“ მატჩის წინ კომნეტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მატჩია და ეცდებიან, მეტოქეს თავისი თამაშის საშუალება არ მისცენ.

„ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთი უფრო მნიშვნელოვანია. „ინტერი“ – „იუვენტუსიც“ ერთ-ერთი მათგანია. მწვრთნელის წყალობით შევძელი მომატება. ალეგრიმ ფეხბურთი იცის და ყველაფერს ამარტივებს. ძალიან მინდოდა მოედანზე დაბრუნება, რთული იყო, როცა თამაში არ შემეძლო, მაგრამ ახლა მენტალურად ბევრად უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს.

ფეხბურთელისთვის დიდი მატჩების თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ცხადია, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგი უფრო ემოციურია და ჩვენ ეს ქომაგების მხარდაჭერის წყალობით გვესმის. ვიცით, ისტორიული მეტოქეობა „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის. ეს ძალიან რთული მატჩი იქნება, 100%-იანი ადრენალინით.

„ინტერს“ კარგად შევისწვალით, რათა გავიგოთ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. გვინდა ყველა დეტალი ვიცოდეთ, მოვემზადოთ მატჩისთვის და მოედნაზე გამარჯვებისთვის გავიდეთ. მათ ნახევარმცველებს ფიქრის და შეტევის განვითარების საშუალება არ უნდა მივცეთ. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და ინტენსიურად ვითამაშოთ. 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირო“, – თქვა არტურმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს …

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ …