მთავარი / სიახლეები / “არსენალი” “იუვენტუსის” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

“არსენალი” “იუვენტუსის” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებით, არტურით და დეიან კულუშევსკითაა დაინტერესებული.

ორივე მოთამაშე მასიმილიანო ალეგრის გეგმებს მიღმაა და არაა გამორიცხული გუნდმა ისინი იანვარშივე გაუშვას. განსაკუთრებით არტური, რომლის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ ეცდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავისი კლიენტისთვის ახალი გუნდი მოძებნოს.

კულუშევსკის რაც შეეხება, „იუვე“ მისი გაყიდვიდან შემოსული ფულით ახალი თავდამსხმელის ან ცენტრალური ნახევარმცველის დამატებას განიხილავს.

ჯერჯერობით, უფრო მეტი დეტალი უცნობია. არტურით „არსენალის“ გარდა, „რომა“, პსჟ და „სევილიაც“ არიან დაინტერესებული. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …