ტურინში, „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა შედგა, სადაც ანდრეა ანიელი სიტყვით გამოვიდა. მან კლუბის კაპიტალის 400 მილიონი ევროთი ზრდის შესახებ განაცხადა.
ასევე ისაუბრა კორონავირუსის პანდემიით წარმოქმნილ ფინანსურ კრიზისზე, სუპერლიგასა და კრიშტიანუ რონალდუზე.
„სუპერლიგის დაბადება 12 კლუბის დაკვირვებით მოხდა, მოძველებული ხარაჩოების გამო, რომელზედაც ფეხბურთი დაფუძნებულია და უარს ამბობს ცვლილებებზე, რათა შეინარჩუნოს პოლიტიკური კლასი, რომელსაც სურს ფულის გამომუშავება. არ მინდა დანებება და არც დავთმობ. სისტემას ცვლილება სჭირდება და „იუვენტუსი“ მისი ნაწილი იქნება, მაგრამ ვიმეორებ, მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგით იქნება შესაძლებელი ყველასთვის დამაკმაყოფილებელი ცვლილების მიღწევა.
„იუვენტუსის“ საინვესტიციო გეგმა, რომელიც 2019 წელს იყო შემოთავაზებული, სარწმუნო გახლდათ და ექნება თავისი ექფექტი ზარალის ფიზიოლოგიური პერიოდის შემდეგ. ჩვენ 60 თამაში მაყურებლების გარეშე ვითამაშეთ, რამაც 209.9 მილიონის ზარალი მოგვიტანა. სწორია, რომ მოვიდეთ აქ და ავხსნათ რა ხდება. განვაახლებთ დირექტორთა საბჭოს, ასევე შემოგთავაზებთ ახალ წინადადებას კაპიტალზე, რომლის ზრდა 400 მილიონით მოხდება.
„მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის ყოლა დიდი პატივი და სიამოვნება იყო. თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც მან გააკეთა, შეგვიძლია მხოლოდ ტაში დავუკრათ კრიშტიანუს და მადლობა გადავუხადო. ერთადერთი სინანული ის არის, რომ ჩვენთან ყოფნის 3 წლიდან წელიწადნახევარი გულშემატკივრების გარეშე ვითამაშეთ. „იუვენტუსი“ კი ნებისმიერ პერსონაზე დიდია და ნებისმირზე წინ დგას“, – თქვა ანიელიმ.