ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ აქციონერთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო „იუვეს“ პრეზიდენტობა.
„მინდა წარმატებები ვუსურვო ჯანლუკა ფერეროს და მაურიციო სკანავინოს, რომელიც დღეს აქ არის. გადადგომის გადაწყვეტილება ადვილი არ იყო. მე ყველაფერი გავიღე იმ შედეგების მისაღწევად, რაც მოედანზე და მის მიღმა გვქონდა. ეს შთამბეჭდავი შედეგები იყო. ეს არის არჩევანი, რომელიც თავდაჯერებულმა და სრული სიმშვიდით მივიღე. კლუბი მზადაა თავისი პოზიცია დაიცვას.
პირად დონეზე დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიმუშავე და ჩვენს მიმართ გამოთქმული შენიშვნები სამართლიანი არ არის. ამის მიუხედავად, კლუბს მოუწევს თავისი ინტერესების დაცვა. ვფიქრობდი, რომ ჩემი მხრიდან ნაბიჯის უკან გადადგმა სწორი იყო. დიდი პატივი იყო „იუვენტუსის“ პრეზიდენტობა, რომელიც ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. Fino Alla Fine”, – თქვა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო და კლუბმა მის პერიოდში ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგო, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.