მთავარი / სიახლეები / ლუჩანო მოჯი: “იუვეს” არაფერი მოუპარავს, იმას გვაბრალებდნენ, რასაც სხვები აკეთებდნენ”

ლუჩანო მოჯი: “იუვეს” არაფერი მოუპარავს, იმას გვაბრალებდნენ, რასაც სხვები აკეთებდნენ”

ლუჩანო მოჯი „იუვენტუსის“ აქციონერთა კრებას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა და ანდრეა ანიელის პრეზიდენტობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს აპლოდისმენტები ჩემში აღელვებას იწვევს. ბევრს უკვირს, რატომ ვითხოვე სიტყვით გამოსვლა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ანიელის, 9 სკუდეტოს მოგება ადვილი არაა. ვინც შიდა სამზარეულოში მუშაობას, ეს კარგად იცის რა რთულია. ეს კლუბი არასოდეს იცავდა თავს ან არ იცოდა როგორ დაეცვა თავი და სხვების ხელში სათამაშო გახდა, განსაკუთრებით მედიაში. მასზე ათას ეპითეტს იგონებენ, ამბობენ, რომ იმიტომ იგებს, რომ იპარავს, მაგრამ ასე არ არის.

„იუვენტუსი“ ყოველთვის მოედანზე იგებდა და არასდროს არაფერი მოუპარავს. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვპარეს სკუდეტო პერუჯაში დატბორილ მოედანზე და ასევე მომდევნო წელს „რომას“ წინააღმდეგ, როდესაც პრეზიდენტმა შეცვალა წესები და ნაკატას ტურინში თამაშის უფლება მისცა, რომელმაც იმ თამაშში გოლი გაიტანა. პასპორტებზე ლაპარაკობენ, „ფრატელი დ’იტალიას“ მღერიან და მერე იტალიის ნაკრებში მუშაობს ადამიანი, რომელმაც რეკობას პასპორტი გააყალბა (გაბრიელე ორიალი – რედ). ვიცი, როგორ მუშაობდა ანიელი, ამის ახსნა რთულია. მე ახლაც მიწევს კალჩოპოლის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ იმას გვაბრალებდნენ, რაც სხვებმა გააკეთეს”, – თქვა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო მოჯი „იუვენტუსის“ გენერალურ დირექტორად 1994-2006 წლებში მუშაობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …