მთავარი / სიახლეები / დი მარია და პარედესი “იუვეს” 2 იანვარს შეუერთდებიან, რაბიო – უფრო ადრე

დი მარია და პარედესი “იუვეს” 2 იანვარს შეუერთდებიან, რაბიო – უფრო ადრე

ტურინის „იუვენტუსს“ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, გარდა სამი მოთამაშისა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიიღეს მონაწილეობა.

იტალიური მედია წერს, რომ ადრიენ რაბიო კონტინასას ბაზაზე 29 დეკემბერს დაბრუნდება, ხოლო ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს უფრო ხანგრძლივი შვებულება ერგოთ. ისინი გუნდს მხოლოდ 2 იანვარს შეუერთდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ფეხბურთელის თამაში „კრემონეზესთან“ უახლოეს მატჩში პრაქტიკულად გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „კრემონეზეს“ სტუმრად 4 იანვარს დაუპირისპირდება, რითაც მიმდინარე სეზონს განაახლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …