მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ალექს სანდრო “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ალექს სანდროს სავარაუდოდ კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად გარკვეული რაოდენობის მატჩებზე კონტრაქტის ერთი წლით განახლებაა შესაძლებელი და სწორედ ეს პუნქტი ამოქმედდება.

ამრიგად, დიდი შანსია, რომ სანდრომ მომდევნო სეზონიც „იუვეში“ გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისიც უნდა ითქვას, რომ სამცველიან სქემაში ცენტრალურ მცველად ალექსმა თამაში ბევრად გააუმჯობესა, ვიდრე მარცხენა მცველად თამაშობდა.

ალექს სანდრო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და დღემდე 299 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. მე-300 მატჩის ჩატარების შემდეგ მისი მაისური „იუვენტუსის“ მუზეუმში სამუდამო ბინას დაიდებს.

საინტერესოა, რომ „იუვეს“ ისტორიაში ლეგიონერებს შორის მასზე მეტი მატჩი მხოლოდ პაველ ნედვედს (327) და დავიდ ტრეზეგეს (320) აქვთ ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …