მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “პოგბა და კიეზა დაბრუნდნენ”

ალეგრი: “პოგბა და კიეზა დაბრუნდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პოლ პოგბა განაცხადში იქნება და შეიძლება ითამაშოს კიდეც. გუნდს ასევე დაუბრუნდა ფედერიკო კიეზაც.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, განსაკუთრებით ჩვენთვის, „ბოლონიამ“ „ინტერი“ დაამარცხა და 3 ქულით გვისწრებს. უნდა გავაგრძელოთ ჩემპიონატში ქულების დაგროვება, რომელიც ამ დროისთვის არის 47. „ტორინო“ ხარისხიანი გუნდია და ძალიან აგრესიულად თამაშობს.

კიეზამ ბოლო ორი დღე ინდივიდუალურად ივარჯიშა, ჯერ კიდევ უნდა გადავწყვიტო, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაში შეძლოს. მან ზედიზედ ორი მატჩი ითამაშა „ფიორენტინასა“ და „ნანტთან“ ამიტომ დაიღალა, მაგრამ ახლა კარგადაა. ბონუჩი ბევრად უკეთაა. მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი თამაში გვაქვს და ის „იუვეს“ კაპიტანია. პოგბაც უკეთაა, ხვალ განაცხადში იქნება, საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს, რადგან რამდენიმე წუთი თამაში შეუძლია.

იურიჩის გუნდი ბევრს უტევს, ისინი ახდენენ ზეწოლას, დიდი ინტენსივობით თამაშობენ. მატჩის რეალობას კარგად უნდა ჩავუღრმავდეთ. უნდა გვესმოდეს მატჩის მნიშვნელობა, ჩვენი ძალა არის პატარა მიზნები, ამჯერად მიზანია, რომ „ბოლონიას“ დავეწიოთ.

ვლაჰოვიჩი კარგადაა. მილიკის, კაიო ჟორჟეს, მირეტისა და ლოკატელის გარდა, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ყველა ხელმისაწვდომია. ამიერიდან ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში მოგვიწევს და ყველა მზად უნდა იყოს. „ტორინოს“ წინააღმდეგ ბინძური თამაში იქნება, ეპიზოდები ჩვენს მხარეს უნდა დავაყენოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, მოედანსა და ქულებზე უნდა ვიფიქროთ. „სალერნიტანასთან“ წართმეული 2 ქულის გარდა, ჩვენ 47 ქულა დავაგროვეთ, ჩემპიონთა ლიგა ჩავაგდეთ, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს.

პოგბას ვესაუბრები, როგორც ყველას. მან უნდა გაიგოს, რომ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვჭრდება. ყველანაირი სტიმული უნდა ჰქონდეს, რომ სეზონის ფინალური ეტაპი ჩაატაროს. პარედესი? მან ბევრი ითამაშა, ზოგი მატჩი კარგად, ზოგი ცუდად ჩაატარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც ყველა, ისიც უნდა დაგვეხმაროს მიზნების მიღწევაში. ვლაჰოვიჩთან ტარდება სამუშაო, რომელსაც ყველა ფეხბურთელთან ვატარებთ. დუშანს გასაუმჯობესებლად ბევრი დრო აქვს. ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია ჩემს კარიერაში, მაგალითად, კიელინი კარიერის ბოლოს მარცხენა ფეხით დარტყმაში ბევრად უკეთესი გახდა, შეეძლო თუნდაც 40 მეტრიდან დაერტყა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 28 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …