მთავარი / სიახლეები / სერია A / “ნაპოლი” “იუვენტუსის” რეკორდს ემუქრება

“ნაპოლი” “იუვენტუსის” რეკორდს ემუქრება

ტურინის “იუვენტუსმა” 2013-2014 წლების სეზონში სერია A 102 ქულით მოიგო, რაც იტალიური ფეხბურთის რეკორდია.

ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სერია A-ს სეზონში გუნდმა 100 ქულაზე მეტი დააგროვა და რეკორდი კონტეს “იუვეს” ეკუთვნის. მაშინ “იუვემ” 38 მატჩიდან 33 მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 2-ჯერ წააგო.

თუმცა, ამ რეკორდის მოხსნა მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შეუძლია. ლუჩანო სპალეტის გუნდი დარჩენილ 14 ტურში ყველა მატჩს თუ მოიგებს, სეზონს 107 ქულით დაასრულებს და რეკორდს გააუმჯობესებს.

ნეაპოლელებს რეკორდის მოსახსნელად დარჩენილ 14 ტურში სჭირდებათ: 14-ვე მატჩის მოგება, ან 13 მოგება, ან 12 მატჩის მოგება და 2 ფრის თამაში. 12 მატჩის მოგების, 1 ფრის და 1 მარცხის შემთხვევაში კი რეკორდს გაიმეორებს.

თუ ნეაპოლელები მინიმუმ 12 მატჩს ვერ მოიგებენ, “იუვენტუსის” რეკორდი ისევ ძალაში იქნება.

აღსანიშნავია, რომ 24 ტურის შემდეგ “იუვეს” 2013-2014 წლების სეზონში 63 ქულა ჰქონდა მოპოვებული, ხოლო “ნაპოლის” 24 ტურში ორი ქულით მეტი, 65 ქულა აქვს მოპოვებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …