მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ჩვენი მიზანი ისევ ოთხეულში მოხვედრაა”

ალეგრი: “ჩვენი მიზანი ისევ ოთხეულში მოხვედრაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგი სერიის მიუხედავად, გუნდის მიზანი არ შეცვლილა და ისევ ოთხეულში მოხვედრაზე ფიქრობენ.

„კარგი სერია გვაქვს, მაგრამ თამაშის ხარისხის მხრივ მოსამატებელი გვაქვს. „უდინეზე“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ხელსაყრელი მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ტექნიკური უნარებია. დი მარია ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, სულ სხვა დონის. კარგი თამაში ჰქონდა და ბედნიერი ვარ. ყოველ ოთხ დღეში ვთამაშობთ და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.

პირველ ტაიმში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, მეორე ტაიმში მაკკენი ცენტრში დავაყენე და უფრო მეტი პრესინგით ვითამაშეთ. მირეტიმ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე ცოტა გაუჭირდა. ლოკატელისაც გაუჭირდა, რადგან „კრემონეზესთან“ ძალიან ბევრი სამუშაო შეასრულა, ფიზიკურად დაიღალა, რამაც თავი იჩინა. პარედესს ვერტიკალურად თამაში შეუძლია.

„ნაპოლისთან“ მშვენიერი თამაში იქნება, ის თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, სტადიონი სავსე იქნება. „ნაპოლი“ სკუდეტოს ფავორიტია და ბოლო მატჩებში ნაჩვენები სერია უნდა გავაგრძელოთ.

კიეზა? ერთი წელი გამოტოვა და ასეთ დროს ტრავმის რისკი ყოველთვის არსებობს. კრემონაში თამაშში კარგად ჩაერთო, ისევე, როგორც დღეს. როდესაც ფეხბურთელი ასეთი ხანგრძლივი ტრავმიდან ბრუნდება, აუცილებელია მშვიდად ბოლომდე აღდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს.

სკუდეტო? ლამაზი საღამო იყო, რადგან ჯანლუკას პატივი მივაგეთ. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, მნიშვნელოვანია, რომ ოთხეულში მოვხვდეთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბოლო 8 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 37 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, …

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია …