ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ფეხბურთში მოულოდნელი რაღაცებიც ხდება.
„კარგი მატჩი ჩავატარეთ, სამწუხაროდ ფეხბურთი ასეთიაა: მოულოდნელი რაღაცები ხდება. ვერ შევძელით მეორე ტაიმში თამაშის მართვა, საბედნიეროდ, ეს მხოლოდ პირველი ტური იყო და ეს გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ.
ლოკატელი? მას შეუძლია, როგორც რეჯისტას პოზიციაზე თამაში, ასევე „მეძალას“ როლში, განსაკუთრებით, როცა ორი ნახევარმცველით ვითამაშებთ. ის არ არის საუკეთესო კონდიციებში. თამაში სხვანაირად უნდა ვმართოთ, ფეხბურთში მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა.
სეზონის დასაწყისია, მაგრამ არ შეიძლება ორი გოლის ასე გაშვება. რონალდუ? ის კარგად არის და მას ვესაუბრე: ვხედავ სეზონის დასაწყისს და ყველას პირობებს. ვუთხარი, რომ სათადარიგო სკამზე იქნებოდა, რადგან მეორე ტაიმში მჭირდებოდა და კარგად მიიღო, თამაშში ჩაერთო და პრაქტიკულად გოლი გაიტანა.
შჩესნი? ის შესანიშნავი მეკარეა, ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, არამედ საქმე ეხება მომენტების სწორ მართვას. ბურთის ტრიბუნებზე მოშორება სირცხვილი არ არის, განსაკუთრებით ასეთი პენალტის შემდეგ, როცა ხდება. ესეც გაკვეთილი უნდა გამოდგეს.
ჩვენ გვყავს კონტრშეტევისთვის დაბადებული ფეხბურთელები – კიეზა, რონალდუ, კუადრადო, ბერნარდესკი, კულუშევსკი და საჭიროა ბურთის დროულად მიწოდება მათთვის თავისუფალ სივრცეებში“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეორე ტურში 28 აგვისტოს, „ემპოლის“ უმასპინძლებს.