მთავარი / სიახლეები / კოშმარული შჩესნი

კოშმარული შჩესნი

ტურინის „იუვენტუსი“ სეზონი დაიწყო და ძალიან ცუდად. მასიმილიანო ალეგრის გუნდი უდინეში, „უდინეზეს“ ესტუმრა და 23-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მხოლოდ ქულა მოიპოვა.

სეზონის პირველი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა, რომელმაც მესამე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, ხოლო 20 წუთში ხუან კუადრადომ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა. თითქოს ყველაფერი გადაწყდა, რადგან ალეგრის გუნდი თამაშს აკონტროლებდა.

სხვათა შორის, ალეგრიმ ძირითადში კრიშტიანუ რონალდუ და ფედერიკო კიეზა არ გაამწესა, რაც ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. მეორე ტაიმში ორივე ჩაერთო თამაშში, მაგრამ ალეგრი შეცდა.

ალეგრი შეცდა მაშინაც, როდესაც ვოიცეხ შჩესნიზე გააკეთა აქცენტი. პოლონელი მეკარე არ არის „იუვენტუსის“ დონის და ეს გამოჩნდა, კიდევ ერთხელ. შჩესნიმ 50-ე წუთზე უმარტივესი ბურთის ხელებში შემაგრება ვერ შეძლო, გაუვარდა და ამის გამო პენალტი აიკიდა, რომელიც გაუშვა, ხოლო 83-ე წუთზე ცარიელი კარის წინ ბურთი დაკარგა და დეულოფეუმ ცარიელ კარში გაიტანა.

„იუვემ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. ფედერიკო კიეზას პასით რონალდუმ თავით შეაგდო, მაგრამ უმცირესი თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა. მეორე ნახევარში „იუვეს“ მომენტები ჰქონდა, ალვარო მორატამ და როდრიგო ბენტანკურმა ბურთი ძელს გაარტყეს, მაგრამ ფაქტია მხოლოდ 2:2.ეს ორი დაკარგული ქულა მხოლოდ ორი ადამიანის სინდისზეა – ვოიცეხ შჩესნი და მასიმილიანი ალეგრის.

მომდევნო მატჩს „იუვე“ 28 აგვისტოს, შინ „ემპოლისთან“ ჩაატარებს.

„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 2:2 (0:2)

უდინე, „დაჩია არენა“

„უდინეზე“ (3-5-1-1): სილვესტრი; ბეკაო, ნიუტნიკი, სამირი (ზეგელაარი 90); მოლინა, არსლანი (იაიალო 80), უოლასი, მაკენგო (დეულოფეუ 57), უდოგი (ლარსენი 57); პერეირა; პუსეტო (ოკაკა ჩუკა 80)

მწვრთნელი: ლუკა გოტი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ბონუჩი, ალექს სანდრო; კუადრადო (კიეზა 74), ბენტანკური (ლოკატელი 90), რემზი (კიელინი 60) , ბერნარდესკი(კულუშევსკი 60); მორატა (რონალდუ 60), დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 დიბალა (3), 0:2 კუადრადო (23), 1:2 პერეირა (51, პენ), 2:2 დეულოფეუ (83)

გაფრთხილება: უოლასი (76) – შჩესნი (50), კულუშევსკი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 10 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ივანო პუცეტო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …