ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა შეცდომების მიუხედავად კარგად ითამაშა და კმაყოფილი დარჩა.
„გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამ კომპონენტში გასაუმჯობესებელი გვაქვს. ბოლო წუთებში ბურთს არასწორად ვაკონტროლებდით. კულუშევსკის შეეძლო კუთხურის ალამთან მისვლა და ამ დროს დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა. თამაში ბოლო წამამდეა საჭირო. ეს ზრდის, გამოცდილების ნაწილია.
მეტოქეს მომენტების შანსი არ მივეცით, ერთი თავური დარტყმის გარდა. კარგად ვითამაშეთ კარგი „ლაციოს“ წინააღმდეგ, არასწორი არჩევანის გამო ბურთს ხშირად ვკარგავდით. ადვილი არ იყო, სარის გუნდები ბურთის ფლობაში ძლიერები არიან. თუმცა კონსტრუქციის ფაზაში მოთმინებით ვთამაშობდით და შეტევას შემდეგ სწრაფად ვიწყებდით.
ეს იყო „იუვე“ – „ლაციოს“ და არა ალეგრი – სარის დაპირისპირება. ვის არ ,მოსწონს ლამაზად თამაში? მაგრამ არსებობენ მეტოქეები, ფეხბურთის სტრატეგიისგანაც შედგენა. საჭიროა კონტრშეტევა, დაცვა, ფეხბურთის თამაში პროტოკოლით დაწერილი არ არის.
რაბიომ, პელეგრინი, მაკკენიმ კარგად ითამაშეს. დე ლიხტი კარგი იყო მილინკოვიჩ-სავითან მეორე სართულზე ბრძოლაში. მათი სახიფათო შეტევები მოედნის ჩვენს ნახევარზე ჩვენი შეცდომების შედეგი იყო, ეს უნდა გავაუმჯობესოთ, თუმცა, ბურთით ჩვენი თამაში მომეწონა.
დიბალას ამ სისტემასი სად გავამწესებ? ამ დროისთვის ის არ გვყავს, როცა დაბრუნდა და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება, ვნახოთ. წინ ბევრი თამაში გვაქვს. პაულო მარჯვნივ-ცენტრში მოქმედებს, მარცხნივ მისი თამაში რთულად წარმომიდგენია. მთავარია, რომ ის კარგად იყოს. კულუშევსკიმაც დღეს კარგად ითამაშა, თუმცა, საჯარიმო მოედანზე უფრო გადამწყვეტი უნდა იყოს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს, ხოლო შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ჩელსის“ დაუპირისპირდება.