მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “გუნდის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური იყო”

რაბიო: “გუნდის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ლაციოსთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„დღეს მთელი გუნდის დამოკიდებულება უაღრესად დადებითი იყო და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. რთული მატჩი მოვიგეთ ძლიერ მეტოქესთან და ეს გამარჯვება ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, კორონავირუსი შემდეგ სწორ რიტმს ვპოულობ. ნაკრებში ორი მატჩის ჩატარება რა თქმა უნდა, დამეხმარა და ვფიქრობ, ამ თამაშის შემდეგაც ნაბიჯი წინ გადავდგი“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს, ხოლო შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …