მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ტიტულებს ასეთი მძიმე გამარჯვებებით იგებენ”

ალეგრი: “ტიტულებს ასეთი მძიმე გამარჯვებებით იგებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო და მისი გუნდი დაღლილია, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია და როტაციას ვერ აკეთებს.

„პირველი ტაიმი ორგოლიანი უპირატესობით უნდა დაგვესრულებინა. მეორე ტაიმში დაღლილები ვიყავით, ინტენსიური თამაშებიდან მოვედით და ცვლილებებს ვერ ვაკეთებთ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის გამო. დიდ ტრიუმფებს მტკივნეული გამარჯვებები სჭირდება, ბიჭებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, მნიშვნელოვანი იყო 53 ქულის დაგროვება და საუკეთესოდ მომზადება „სამპდორიასთან“, „ვილიარეალთან“ და „სალერნიტანასთან“ მატჩებისთვის. არასდროს მინახავს გუნდი, რომელიც ადვილად იგებს. გარემო ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებებს შეეჩვია, მაგრამ ეს ჩემს პირველ 5-წლიან ეპოქაშიც ხდებოდა და ეს ნორმალურია.

რუგანიმ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ მის საყვარელ მხარეს არ იდგა, ის წელს ყველა მატჩში კარგი იყო. ამ ბოლო დროს სამმცველიანი სქემით და ზემოთ კუადრადოთი ვთამაშობდით. დანილომ დღესაც ძალიან ჭკვიანურად ითამაშა. იმედი მაქვს, რომ ბონუჩი და კიელინი მალე დაგვიბრუნდებიან, რადგან სეზონის ფინალურ ნაწილში ყველას დახმარებაა საჭირო.

ლოკატელი ძალიან კარგად ხსნიდა ზონებს და მეტოქის ნახევარდაცვის უკან. ის ხარისხიანი ფეხბურთელია. ის და არტური პასებს ერთად უკეთ აკეთებენ, მათთან ერთად ჩვენი ნახევარდაცვის ხარისხი იზრდება. ზოგიერთ სიტუაციაში არტურო უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ თამაშში მეტის მოთხოვნა არ შემეძლო.

მაკკენი? მომდევნო სეზონამდე ვერ ითამაშებს. დიბალა? პაულოს გამო ვწუხვარ. სერიოზული არაფერია, მაგრამ მეეჭვება „სამპდორიასთან“ ითამაშოს, იმედი მაქვს, „ვილიარეალთან“ იქნება. მისი კონტრაქტი? ამით ხელმძღვანელობაა დაკავებული. მისი თვისებები განხილვას არ საჭიროებს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რა ხდება კონტრაქტზე“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს, სტუმრად გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …