მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ნაპოლი” 10 ქულით წინაა? პაუზის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”

ალეგრი: “ნაპოლი” 10 ქულით წინაა? პაუზის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ყველა პრობლემა არ მოგვარებულა და გუნდმა მომდევნო ორ მატჩზე უნდა იფიქროს.

„რაბიო დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, რომელიც ახლა მომწიფების ასაკშია, მან დღეს შესანიშნავად ითამაშა. როცა მთელი გუნდი ერთად, ერთმანეთისთვის იბრძვის, გამარჯვების მოპოვება უფრო ადვილია. ადრე ნახევარ საათს ვთამაშობდით, ახლა მთელი თამაშის განმავლობაში. ყველა ფეხბურთელი უნდა გამოჯანმრთელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

ბარძალი დაცვის პროფესორი იყო, დღეს კი ჩვენმა სამივე მცველმა ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მნიშვნელოვანი იყო „ინტერის“ წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება, სწორედ ასეთი გზით მოგება. მხოლოდ ლაუტაროს მომენტში დაგვემუქრა საფრთხე, მაგრამ როდესაც ასე თამაშობ, ძნელია გოლის გაშვება.

სეზონი გრძელია, რამდენიმე წარუმატებელი თამაში გვქონდა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. მეოთხე ადგილს ორი ქულით ჩამოვრჩებით, სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. „ნაპოლი“ შორსაა, მაგრამ სეზონი გრძელია და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის შემდეგ არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. მიზანია მაქსიმუმი გავაკეთოთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს სეზონი დამთავრდა. მხოლოდ უნდა ვიმუშაოთ, ყველა ფეხბურთელი გამოვაჯანმრთელოთ, რადგან ევროპა ლიგის დროს ხუთშაბათსა და კვირას ვითამაშებთ.

ვლაჰოვიჩი? ვნახოთ თუ მოასწრებს აღდგენას, დღეს ეს ვერ შეძლო. მაკკენი და პარედესი ხვალ უნდა დაბრუნდნენ, კინი სამშაბათიდან იქნება ხელმისაწვდომი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ მოგებით ყველა პრობლემა მოგვარდა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. წინ ორი რთული მატჩი გვაქვს, ხვალიდან ყველანი „ვერონასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, სტუმრად „ვერონასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …