ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა მოედანზე 52 ქულა მოიპოვა. ალეგრი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„ბიჭებმა კარგად ითამაშეს, რთული გუნდის წინააღმდეგ. ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა და რომელსაც როგორც წესით არ ვუშვებთ. შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა და დამსახურებულად მოვიგეთ. რაც შეეხება მეოთხე ადგილს, 10 ქულა ბევრია, დღეს „ტორინოს“ გავასწარით და „ბოლონიას“ დავეწიეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მოედანზე 50 ქულა მოვიპოვეთ, უფრო სწორად 52 (გულისხმობს „სალერნიტანასთან მსაჯების შეცდომით დაკარგულ 2 ქულას – რედ). ბუნებრივია, რომ ბევრი ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან ხუთშაბათს და კვირას თამაში ადვილი არ არის. „ნანტთან“ თამაში მენტალურად რთული იყო, რადგან პირველი თამაში 1:1 დასრულდა.
ცვლილებები? იმ მომენტში საჭირო იყო ახალი მოთამაშეები განსხვავებული თვისებებით. დი მარიამ კარგად ითამაშა და ყოველთვის სამწუხაროა მისნაირი ფეხბურთელის მოედნიდან გაყვანა, მაგრამ უნდა დამესვენებინა, რადგან ბევრი მატჩი ჩაატარა. ბარენეჩემა კარგად ითამაშა, ყველამ კარგად ითამაშა. პოგბა კარგად ჩაერთო. ყოველ სამ დღეში თამაშის გამო 5 ცვლილება გადამწყვეტი ხდება.
რაბომ რეჯისტად? ადრიენი ამ პოზიციაზე დავაყენე, რადგან ფიზიკური ძალა იყო საჭირო, მას მომატება კიდევ შეუძლია. პოგბამ მეძალად კარგად ითამაშა, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. კიეზა კარგად ჩაერთო და ფაჯოლიმ საუკეთესო თამაში ჩაატარა, ძალიან მაღალი ხარისხის.
ჩემპიონთა ლიგის ზონა? „ლაციოს“ 45 ქულა აქვს, საშუალოდ თამაშში 2 ქულა რომ დააგროვოს, 73 ქულას მოიპოვებს. საჭირო იქნება დარჩენილი პერიოდის გასაოცრად ჩატარება, მაგრამ ჩემი აზრით, 73 ქულა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად საკმარისი იქნება.
პოგბას დაბრუნება ჩვენთვის დიდებულია, ეს ძალიან გვინდოდა, ყველანი ბედნიერები ვართ. დღეს შჩესნიმ მე-200 მატჩი ჩაატარა, ალექს სანდრომ მე-300, ასევე იყო მილიკის და კინის დაბადების დღე, გამარჯვებისთვის ბევრი მიზეზი არსებობდა.
ბარენეჩეა ძალიან კარგი ბიჭია, ისევე, როგორც ილინგი, სულე, მირეტი, ფაჯოლი, ახალგაზრდები, ვინც დავაწინაურეთ და ისიც პირველი გუნდის წევრად უნდა ჩაითვალოს. მან მნიშვნელოვანი ნიშნები მომცა. პარედესი? მისი უთამაშებლობა არ ნიშნავს, არ გვეიმედება, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომაც ვიყიდეთ, მაგრამ დრეს სხვა არჩევანი გავაკეთე. ვინც არ თამაშობს, უნდა გაბრაზდეს და ეს კარგად გამოიყენოს, მათ შორის პარედესმა. კოსტიჩი? მან კარგად ითამაშა, ძალიან კარგად შეუძლია ფლანგიდან პასის გაკეთება და ორივე ფაზაში იხვეწება, კმაყოფილი ვარ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 მარტს, სტუმრად „რომასთან“ ჩაატარებს.