მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ტორინო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ტორინო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში ხუან კუადრადოს, დანილოს, გლეისონ ბრემერისა და ადრიენ რაბიოს გოლებით „ტორინო“ 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – „ბიანკონერიში“ 200 მატჩი, გასაოცარი სეივი 39-ე წუთზე სანაბრიას დარტყმის შემდეგ, ვერაფერი გააკეთა პარაგვაელის მეორე დარტყმაზე რამდენიმე წუთის შემდეგ.

დანილო 7 – დაცვაში საუკეთესოა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონაში „იუვეს“ პრობლემები ჰქონდა. შედეგ ანგარიში გაათანაბრა, ნამდვილი კაპიტანი.

ბრემერი 6.5 – სანაბრიასთან დუელი პირწმინდად წააგო, მაგრამ თამაში მას მეორე შანსს აძლევს და რა შანსს – გაიტანა გარდამტეხი გოლი.

ბონუჩი შ.გ – კიდევ რამდენიმე წუთი ითამაშა.

ალექს სანდრო 5.5 – დაცვაში ყველაზე ნაკლებად მოსაწონი, მაგრამ 5 სკუდეტოთი ის უკვე კლუბის ისტორიაშია. დღეს მე-300 მატჩი ჩაატარა „იუვეში“ და მისი მაისური J მუზეუმში გამოიფინება.

კუადრადო 6.5 – დაბრუნდა ძირითადში და დაამტკიცა, რომ დერბის კაცია. ფუნდამენტური იყო მისი გოლი. თუმცა, შემდეგ როდრიგესს ფლანგზე ყველაფრის გაკეთების უფლება მისცა.

დე შილიო 6 – თამაშში ნორმალურად ჩაერთო.

ფაჯოლი 5.5 – ცუდი დასაწყისი, ალეგრი იძულებულია რაბიოსთან პოზიცია რამდენჯერმე გაუცვალოს, მეორე ტაიმში ბევრად მაღალ დონეზე ითამაშა.

ბარენეჩეა 6 – დასაწყისში გაუჭირდა, ადვილი არ იყო დებიუტი სწორედ ამ საღამოს. წუთების გასვლასთან ერთად თავდაჯერებული გახდა.

პოგბა 6 – დიდებული მოქმედებები, მეოთხე გოლის ჯარიმა მოიპოვა და გოლთან თვითონაც ახლოს იყო. „სთედიუმი“ მას შეეგება.

რაბიო 7 – ნახევარდაცვას ძალას ანიჭებს, რაც მის თანაგუნდელებს აკლია. გოლით დაჯილდოვდა.

კოსტიჩი 6.5 – ფლანგის აბსოლუტური მეპატრონე, მისგან იწყება „ბიანკონერის“ ქამბექი. პასი? ცხადია მისია.

დი მარია 6 – ამჯერად ვერ აჯადოებს ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, მაგრამ მისი მარცხენა ფეხით დაიბადა საუკეთესო რაღაცები.

კიეზა 6.5 – მისი თამაშში ჩართვა გადამწყვეტი იყო, ბრემერს საგოლე პასი გაუკეთა.

ვლაჰოვიჩი 5.5 – პირველი წრის მატჩის ბედი მან გადაწყვიტა, რამდენიმე დღით ადრე, სანამ საზარდულის ტკივილის გამო გაჩერდებოდა. თუმცა, ამჯერად ხშირად უშვებს შეცდომებს და მეორე ტაიმში სტარტზე ბურთი ხარიხას გაარტყა მილინკოვიჩ-სავიჩთან პირისპირ მყოფმა, არ გაუმართლა, მაგრამ შეეძლო მეტი გაეკეთებინა.

კინი შ.გ – რამდენიმე წუთი ითამაშა.

ალეგრი 7 – არავითარი დრამა, საბოლოოდ, ის აქ იყო. ბარენეჩეადან ცვლილებებამდე ყველაფერი სწორად გააკეთა: კიეზა გადამწყვეტია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …