მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ გოლს ხშირად აღარ ვუშვებთ”

ალეგრი: “მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ გოლს ხშირად აღარ ვუშვებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრომ „მილანთან“ მატჩის შემდეგ (0:0) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, შედეგით კმაყოფილია და მისი გუნდი ბრძოლაში დარჩა.

„კარგი მატჩი იყო. ძალიან ბევრი თამაში გვქონდა მოკლე პერიოდში, მათ შორის პირდაპირ კონკურენტებთან. ეს თამაში მნიშვნელოვანი იყო ბრძოლაში დასარჩენად, რადგან წაგების შემთხვევაში „მილანს“ 10 ქულით ჩამოვრჩებოდით. მეტოქის საჯარიმოში უფრო მშვიდად უნდა ვითამაშოთ, რადგან ხშირად ბოლო პასს არაზუსტად ვაკეთებთ. დღეს მოედნის საფარი დაბალი ხარისხის იყო, თუმცა, როგორც ჩვენთვის, ასევე მეტოქისთვისაც. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ძლიერი მეტოქე გვყავდა. წინ ბევრი თამაშია, მეორე წრის ოთხ ტურში სამჯერ უშუალო კონკურენტს ვეთამაშეთ. მოგებას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. მე ჩავიბარე გუნდი, რომელსაც ლოკატელი დამეტა და რონალდუ გამოაკლდა. გუნდის თვისებები არ შეცვლილა, უნდა ვიმუშაოთ და ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბოლო 12 მატჩიდან 8-ჯერ გოლი არ გაგვიშვია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. რომში 4 გოლი გავიტანეთ, ისევე როგორც იტალიის თასზე. ეს ლანდუჩისთან ერთად მოხდა და შეიძლება მას მივცე გუნდის გაძღოლის უფლება (იცინის), რადგან როცა ის არის 4 გოლს ვიტანთ, მე როცა ვარ, ასეთი რამ არ ხდება. დიბალა უკეთეს ფორმაში შევა, მორატა მეტ გოლს გაიტანს, კინიც დაგვეხმარება. ბრძოლაა საჭირო, რადგან მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს მისაღწევი და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეთ. ოთხეულში შესვლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვახერხოთ. წინ სამი რთული მატჩი გვაქვს, მერე კი ვნახოთ თებერვლის ბოლოს სად ვიქნებით. ეს ერთ-ერთი ისეთი თამაში იყო, რომელშიც ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.

რუგანი ძალიან კარგი მოთამაშეა, მისი ცვლილებები არ შეცვლილა. მას სურს დარჩეს „იუვეში“ და ყველაფერს აკეთებს, აქვს მწვრთნელის ნდობა და მაქსიმალურად იხარჯება. დღეს არაჩვეულებრივად ითამაშა, ეს ბიჭი იმსახურებს ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას. დიბალამაც კარგი მატჩი ჩაატარა, მასაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მთელი თამაში ვათამაშე და მოედნის ცუდმა ხარისხმა მასაც ხელი შეუშალა.

კიეზა? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ძალიან გვაკლია. ვინ შეცვლის> გვყავს ბერნარდესკი, კულუშევსკი და ასევე აკე“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 თებერვალს, „ვერონასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო …

ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. …