მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოგიკური ნულები “სან სიროზე”

ლოგიკური ნულები “სან სიროზე”

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „იუვენტუსი“ „მილანს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.

შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა და სრულიად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. „იუვეს“ კარში არ დაურტყამს, თუმცა, დიდად არც მასპინძლები გამოირჩეოდნენ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აღსანიშნავია, რომ 1991-1992 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდების ორივე მატჩი სეზონში ფრედ დასრულდა.

„იუვენტუსმა“ 42 ქულა დააგროვა და „ატალანტას“ ისევ 1 ქულით ჩამორჩება, არადა, რომ მოეგო, გადაასწრებდა. თანაც, ბერგამოელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს, ტურინში „ვერონასთან“ ჩაატარებს.

„მილანი“ – „იუვენტუსი“ 0:0 (0:0)

მილანი, „სან სირო“

„მილანი“ (4-2-3-1): მენიანი; კალაბრია (ფლორენცი 76), კალულუ, რომანიოლი, ტეო ერნანდესი; ტონალი, კრუნიჩი; მესიასი (სელმაეკერსი 61), ბრაჰიმ დიასი (ბენასერი 61), ლეაო (რებიჩი 76); იბრაჰიმოვიჩი (ჟირუ 28)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო (ბერნარდესკი 65), ბენტანკური (რაბიო 90), ლოკატელი (არტური 65), მაკკენი; დიბალა (კულუშევსკი 90), მორატა (კინი 74)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გაფრთხილება: ლეაო (12), მესიასი (43) – ლოკატელი (9), კინი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 8 (0) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: მარკო დი ბელო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …